26 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევის ავტორის თქმით რესპონდენტები რუსეთის დატოვების ძირითად მიზეზად რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ასახელებენ. ასევე, გამოკითხულთა 28%-მა საქართველო აირჩია უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% რუსეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 97% არ ენდობა რუსეთის მთავრობას და 94% უარყოფითად აფასებს ვლადიმერ პუტინის საქმიანობას.

კვლევისთვის მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ 2023 წლის აპრილსა და მაისში შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში სულ რუსეთის 1,008 მოქალაქე გამოიკითხა, ისინი ვინც საქართველოში 2022 წლის თებერვლის შემდგომ გადმოვიდა საცხოვრებლად.

დღის ამბები