26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს განხილვას კამათი მოჰყვა

პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს განხილვას კამათი მოჰყვა. შელაპარაკება კენჭისყრის საკითხს მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებების ხელახლა განხილვას ითხოვდა. 

კენჭისყრის გადადებას უმრავლესობა თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ მათ პოზიცია შეცვალეს. საბოლოოდ, პროექტი მეორე მოსმენით მიიღეს.

ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის, ცვლილებების თანახმად, აჭარის მრჩეველთა საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს უერთდება. წევრთა რაოდენობა იცვლება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სამ-სამი წარმომადგენელი ეყოლება.

დღის ამბები