ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. ამჟამად, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ჩხაიძის ქუჩაზე და სოფელ მაკვანეთში.
გზასთან ერთად, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. პროექტების ჯამური ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.