26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
რუსეთი ნაცრისფერ ზონას განიხილავს, როგორც ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხმებიან და ამიტომ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ასევე ბალკანეთს - ლატვიის პრემიერ-მინისტრი

ლატვიის პრემიერ-მინისტრის კრიშიანის კარინშსის განცხადებით, რუსეთში შიდა არეულობაა. 

"ახლა მთავარი თემაა, რა ხდება რუსეთში და რა შედეგები მოჰყვება ჩვენთვის ამას ევროპაში, ასეევე რა უნდა გავაკეთოთ? ცხადია, რომ რუსეთი შიდა არეულობას განიცდის. ჩვენ, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებს, უნდა გვესმოდეს, რომ ავტოკრატიებში მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს და მოვლენები შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. კიდევ ერთი მიშვენლოავნია საკითხია, რომ უკრაიანაში ომის დასრულების შემდეგ ქვეყანა ნატოში გაწევრიანდეს.

ეს არის ერთადერთი გზა მომავალში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი წევრი ქვეყანა, რადგან რუსეთი გვაჩვენებს, რომ ნამდვილად აღარ არის ადგილი საშუალო ადგილისთვის ან ნაცრისფერი ზონისთვის. რუსეთი ნაცრისფერ ზონას განიხილავს, როგორც ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხმებიან და ამიტომ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ასევე ბალკანეთს. ჩვენ გვჭირდება წინსვლა. რა თქმა უნდა, ყველა პოტენციური წევრი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანდება, მათ უნდა დაიცვან ყველა სტანდარტი, განახორციელონ ყველა რეფორმა. ჩვენ უნდა წავახალისოთ ეს და ვიმუშაოთ , როგორც ევროკავშირის აშკარა მიზანისთვის,"- აცხადებს კრიშიანის კარინში.

დღის ამბები