26 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მსახიობების და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელმა პერფორმანსი მოაწყო - სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა 

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მსახიობების და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელმა პერფორმანსი მოაწყო. კომიტეტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ანგარიშს უსმენდნენ, რა დროსაც დარბაზში მყოფმა რამდენიმე პირმა კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააპროტესტა. მათ დარბაზი დაატოვებინეს.

სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გუშინ მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დაინტერესდეს, რა ხდება კინოცენტრში. მიხეილ სარჯველაძემ განცხადება კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

"ცოტა ხნის წინ რაც ვიხილეთ, პერფორმანსის დადგმის მცდელობა, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის პერფორმანსი სინამდვილეში, რომელმაც ვერ გაბედა, რომ აქ მობრძანებულიყო და დასწრებოდა ამ ყველაფერს. ეს არ გამოიყურება ლამაზად და კორექტულად. სამწუხაროა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობა რაც არის, იმის შესრულების ნაცვლად დაკავებულია სრულიად სხვა გართობით," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.  

დღის ამბები