26 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
თეა წულუკიანი პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივეების მეოთხედფინალურ ბრძოლებს დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივეების - ლაშა გურულისა და არტიუშ გომციანის მეოთხედფინალურ ბრძოლებს დაესწრო.

ლაშა გურულმა ბულგარელ სპოსრტსმენს სძლია და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, არტიუშ გომციანი კი ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ესპანელ ხოსე კილესთან დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.

ლაშა გურულმა ამ გამარჯვებით პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

"5 მედალია ჩვენს ანგარიშზე: 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და თითოეული ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც იბრძოდა ღირსეულად, წარმატებისა და გამარჯვებისთვის, მათ ყველას მინდა ვუთხრა მადლობა და მივულოცო მედალოსნებს," - აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები