საფრანგეთში 17 წლის ბიჭის დაღუპვის შემდეგ პროტესტი გრძელდება. აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. პროტესტი პარიზის გარეუბანში და სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა.
მოსახლეობა მოზარდის მკვლელობას აპროტესტებს, რომელიც პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლა. პოლიციელი, რომელიც უკვე დაკავებულია, აცხადებს, რომ მან თავდაცვის მიზნით ისროლა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს კამერების ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა მოზარდს იარაღი დაუმიზნა, ბიჭმა გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველმა მას მკერდის არეში ესროლა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს უპატიებელია და არაფერი ამართლებს ახალგაზრდა ადამიანის ასეთ სიკვდილს.