26 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში საცხოვრისების შემოვლა გრძელდება

მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში საცხოვრისების შემოვლა გრძელდება. ამ ეტაპზე, საქსტატის წარმომადგენლები შიდა ქართლში მუშაობენ.

პარალელურად, რეგიონში მოეწყო გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოებისა და კონკრეტული განრიგის შესახებ.

საველე სამუშაოები შიდა ქართლში ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.

დღის ამბები