26 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
დღეს, საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ბევრად უფრო დემოკრატიული სახელმწიფო, ვიდრე იყო 10 წლის წინ და ეს ევროპელებმა ძალიან კარგად იციან - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის ქვეყანა აკეთებს მაქსიმუმს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია სრულყოფილად იქნეს შესრულებული. მისივე თქმით, ქვეყანა რეკომენდაციების მიღებამდეც იმსახურებდა სტატუსს.

ამასთან, როგორც რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, აუცილებელია ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

"ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველოს უკვე წარმატებით დახურა 3 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და დანარჩენში აქვს არსებითი პროგრესი. ამ სამში შედის, პირველი - ევროსასამართლოს პრაქტიკის გაზიარება საკანონმდებლო დონეზე. მეორე - ქალთა უფლებების დაცვა. მესამე - ომბუდსმენის არჩევა.

საქართველო ჯერ კიდევ რეკომენდაციების მიღებამდე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ეს თავად ევროკავშირმა თქვა შეფასების ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა წინა პერიოდში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში ნებისმიერ სტატუსის მოპოვება, არ იქნება ადვილი ამოცანა საქართველოსთვის. გვახსოვს, რომ ელჩები თუ საზოგადო მოღვაწეები ბევრჯერ ალოდინეს და დღესაც ჩვენ მზად ვართ, რომ სტრატეგიული მოთმინებით მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე. ჩვენ ვამბობთ, რომ დღესვე, ამ მოცემულობით შეუძლია ევროკავშირს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მაგრამ აქვე ვიმეორებ, სპეკულაციების სივრცე რომ არ დავტოვოთ, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს დეკემბრამდე, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც შესაძლებელია, რომ შესრულდეს იყოს შესრულებული და არ დავტოვოთ არაფერი სალაპარაკო ჩვენს მხარეს.

საქართველო დღეს არის ბევრად უკეთესი, ბევრად ევროპული, ბევრად დემოკრატიული სახელმწიფო, ვიდრე იყო 10 წლის და ეს ევროპელებმა ძალიან კარგად იციან. ჩვენ დაგვჭირდება ძალისხმევის გაძლიერებს დეკემბრისთვის, რომ საქართველომ მიიღოს დამსახურებული სტატუსი. ნებისმიერი დაყოვნება კანდიდატის სტატუსის,  საქართველოსთვის ზრდის რისკებს და ააქტიურებს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ქვეყნის გარეთ და რასაკვირველია, ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვეუბნებით, რომ ამის გადადება, არასწორია. არ შეიძლება საქართველო დიდი ხანი იდგეს კართან მაშინ, როდესაც რეგიონში ძალიან ცუდი ამინდია. ძალიან ბევრი ძალა ქვეყნის შიგნით მუშაობს ამის წინააღდმეგ," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში

დღის ამბები