26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აღადგინოს უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა - გიორგი ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები აღდგეს, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

გიორგი ბარამიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "როდესაც უკრაინის ხელისუფლება დაინახავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არა პუტინს უდგას, არამედ უკრაინას, მაშინ ბუნებრივია, ურთიერთობები აღდგება."

"დღეს უკრაინის რადაში შედგა ისტორიული, საპროგრამო გამოსვლა პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც წარმოადგინა თუ როგორ წარმოუდგენია მას უკრაინის გარშემო არსებული ვითარება, უკრაინის გამარჯვების შემდეგ. ზელენსკიმ თქვა, რომ - უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არამარტო უკრაინის ტერიტორიის აღდგენას, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უკრაინამ უკვე ჩაანაცვლა და კიდევ უფრო მეტად ჩაანაცვლებს რუსეთს ყველა თვალსაზრისით. მადლობა გადავუხადეთ ჩვენ უკრაინის პრეზიდენტს და მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აღადგინოს უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა. როდესაც უკრაინის ხელისუფლება დაინახავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაა პუტინს უდგას, არამედ უკრაინას, მაშინ ბუნებრივია, ურთიერთობები აღდგება.

ჯერ კიდევ არის დრო საქართველო ხელისუფლებამ დააბრუნოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გაათავისუფლონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იმიტომ რო ეს სჭირდება სამართლიანობას, იმ საქმეს, რასაც ჰქვია საქართველო-უკრაინის მეგობრობა. მე მოვუწოდებ არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ, ბიძინა ივანიშვილის იმიტომ, რომ ის წყვეტს ამ საკითხს.

ჩვენ უნდა ვიდგეთ ისტორიის ნათელ მხარეს უკრაინის გვერდით," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები