საუკუნოვანი უნიკალური ექსპონატები, ხელოვნების სასახლეში გამოიფინა. 19-ე საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი, ხალიჩები და ესკიზები, რომელთა მიხედვითაც ნამუშევრებს ექსპერიმენტულ სახელოსნოებში, ხალხური რეწვის ოსტატები ქმნიდნენ, ახლა ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ხალხურმა ნამუშევრებმა, ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, და ამაში დიდი წვლილი ლატვიელ მხატვარს და ხელოვნების მკვლევარს - იული სტარუმეს მიუძღვის.
ექსპოზიცია ქართული დეკორატიული განვითარების ხელოვნებაზე მოგვითხრობს. თითოეული ნამუშევარი თავის ისტორიით გამოირჩევა. ყარყარები -უცნაურია სახელით და უცნაურია ფორმით, თუმცა სასმისი გასული საუკუნეების გამარჯვების სიმბოლოდ არის ქცეული.
ქართული მოტივებით შექმნილი ტექსტილი, სადაც შოთა რუსთაველის პორტრეტიც ვხვდებით. ესკიზები, რომელიც ლითონ- ქანდაკებაში ხშირად არის გამოყენებული. ორნამენტები საეკლესიო ნივთებში და სასმისებში. ტრადიციული, ქართული და ეროვნული ხელოვნების ნიმუშები ერთ სახელწოდებად - "ხელოვნების სასახლის საგანძურად" გაერთიანდა.
"ხელოვნების სასახლის საგანძური" დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა. ექსპოზიციის ნახვა სტუმრებს 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ.