26 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
საპროტესტო აქციები საფრანგეთში და პოლიციელის ტყვიას შეწირული 17 წლის ახალგაზრდა - ფაქტს პარიზში არეულობა და შეტაკებები მოჰყვა

ეს ენით აღუწერელი და მიუტევებელია, არაფერი ამართლებს ახალგაზრდა კაცის სიკვდილს- ასეთია საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი რეაქცია 17 წლის ბიჭის მკვლელობაზე, რომელიც პოლიციელის ნასროლ ტყვია ემსხვერპლა. შემთხვევა პარიზის გარეუბანში მოხდა, პოლიციის ვერსიით მათ მანქანას რომელშიც 3 მოქალაქე იჯდა გაჩერება მოსთხოვეს რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. 17 წლის ბიჭის მკვლელობას საფრანგეთის დედაქალაქში არეულობა და შეტაკებები მოყვა.

პოლიციის შენობასთან შეკრებილმა მოსახლეობამ სამართალდამცველების მისამართით დაიწყო პიროტექნიკის სროლაც. ახალგაზრდა ბიჭის მკვლელი პოლიციელი დააკავეს, ძალოვანმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მან გასროლა თავდაცვის მიზნით მოახდინა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი.

მას შემდეგ რაც პოლიციელმა 17 წლის მოზარდ იარაღი დაუმიზნა, მან გაქცევა სცადა რა დროსაც მას სამართალდამცველმა მკერდის არეში ესროლა. შეტაკებების შედეგად პარიზში 24 პოლიციელი დაშავდა, 31 დემონსტრანტი კი დააკავეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ფრანგულ პოლიციას ბრალი მოქალაქის მკვლელობაში ედება. 2022 წელს პოლიციელებმა საფრანგეთში 13 მოქალაქე მოკლეს.

დღის ამბები