26 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ისტორიული მატჩი და შედეგი - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის პირველობის მეოთხედფინალშია

ისტორიული მატჩი და შედეგი - საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის პირველობის მეოთხედფინალში გადავიდა. ნიდერლანდების ნაკრებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერობა და შემდეგ ეტაპზე გადასვლის გარანტია მოიპოვა. 43-ე წუთზე 43 ათასი მაყურებლის თვალწინ ზურიკო დავითაშვილმა საოცარი დრიბლინგის შემდეგ სტუმართა კარში გოლი გაიტანა და საქართველო წინ გაიყვანა.

თუმცა, ქართველი ფეხბურთელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, პირველი ტაიმის მეექვსე დამატებულ წუთზე ნიდერლანდელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მანამდე კი ნაკრების კარი რამდენჯერმე იხსნა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. ისტორიულ მატჩში იყო გაუთვალისწინებელი პაუზაც- მოედანზე ძაღლი შევარდა და ორივე გუნდს რამდენიმე წუთიანი შესვენების საშუალება მისცა. გუშინდელ გამარჯვებას ყველაზე დიდი გამოხმაურება ნიდერლანდიურ მედიაში მოყვა. "დრამა და სირცხვილი" - ასე აფასებენ საკუთარი გუნდის დამარცხებას სტუმარი ქვეყნის ჟურნალისტები.

 

 

ავტორი ლაშა რამაზაშვილი. 

დღის ამბები