26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
გიორგი ამილახვარი და ოლივერ ვარჰეის შეხვდა- რაზე ისაუბრეს მხარეებმა

ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელსაც თბილისი ევროკავშირთან თანამშრომლობით ახორციელებს - ამ საკითხებზე დღეს ბრიუსელში საქართველოს განათლების მინისტრმა და ოლივერ ვარჰეიმ გამართეს.

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში უმაღლეს კომისართან საუბრისას განიხილეს ევროპული სკოლის იდეის განხორციელება რომელიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო დაწესებულების დაარსებას ითვალისწინებს. გიორგი ამილახვარმა ბრიუსელს მოუწოდა უფრო აქტიური დახმარება გაუწიოს იმ სტუდენტებს რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უმაღლესი განათლების მიღებას აპირებენ. თავის მხრივ ოლივერ ვარჰეიმ მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის ევროკავშირთან დასაახლოვებლად აუცილებელია.

დღის ამბები