46 წლის ქალმა საკუთარი დედა მოკლა. მკვლელობა საგარეჯოში მოხდა. შვილმა დედას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც დედასთან სიტყვიერი დაპირისპირება ხშირად ჰქინდა. სავარაუდოდ, შემთხვევის მიზეზიც კონფლიქტი გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.
მეზობლები ამბობენ, რომ სახლიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა ისმოდა. მათქი თქმით ოჯახის კონფლიქტის შესახებ აქამდე არ სმენიათ.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 46 წლის ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.