26 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მთელ სამყაროს უმტკიცებდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, ვინც სანქციები დააწესა, ჩამოვიდა და თქვა, რომ საქართველო ძალიან კარგად მუშაობს - ბექა დავითულიანი 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან ასარიდებლად.

"დაახლოებით ერთი წელი, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელ სამყაროს უმტკიცებდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. სანქციები ვინც დააწესა, ჩამოვიდა და თქვა, რომ საქართველო ძალიან კარგად მუშაობს, რათა რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა არ მიეცეს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დღის ამბები