26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებით, სანქციების ჯგუფის  წევრებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რუსეთი გააგრძელდებს სანქციების თავიდან არიდების მცდელობას და მნიშვნელოვანია, საქართველომ ეფექტიანი მექანიზმები გამოიყენოს

"ელჩმა ო"ბრაინმა პირდაპირ აღნიშნა ის, რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო რუსეთმა ვერ მიიღოს ის აღჭურვილობები, რომლებსაც შემდეგ სამხედროები იყენებენ ბრძოლის ველზე,- ამის შესახებ  პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"ის, რომ ამის ხაზგასმა პირისპირ, ვიზიტის ფარგლებში უწევთ დღევანდელ ხელისუფლებასთან, მხოლოდ აღრმავებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს საფრთხე საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მოხდეს იმგვარი მოწყობილებების ტრანსპორტირებისთვის რუსეთში, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სამხედრო, ან ორმაგი დატვირთვა,"- აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ოპოზიციის განცხადებით, სტუმრებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რუსეთი გააგრძელდებს სანქციების თავიდან არიდების მცდელობას და მნიშვნელოვანია საქართველომ ეფექტიანი მექანიზმები გამოიყენოს.

"ჩემი აზრით, ერთი ძალიან მიშვნელოვანია გზავნილი ჰქონდა სანქციების კოორდინატორს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი გააგრძელებს სანქიცების თავიდან არიდების მცდელობას, რომ მან არ გამოიყენოს პატარა შესაძლებლობაც კი და სანქციებს თავი აარიდოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური მექანიზმების გამოყენება,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები