აშშ სანქციებს აწესებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სუბიექტებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან "ვაგნერის" ჯგუფთან აფრიკაში, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
"აშშ სანქციებს აწესებს ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში რამდენიმე სუბიექტის მიმართ, მათი კავშირის გამო ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც ცნობილია როგორც "ვაგნერის" ჯგუფი და მათი ჩართულობისთვის იმ საქმიანობაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს," - აღნიშნულია განცხადებაში.