26 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
იენს სტოლტენბერგის მანდატი სავარაუდოდ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სავარაუდოდ კიდევ ერთი წელი დარჩება თანამდებობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს ოთხმა დიპლომატმა "ევროაქტივს" განუცხადა.

ნატო-ს დიპლომატების თქმით, ალიანსი სტაბილურობასა და ერთიანობას ეძებს და ცდილობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამიტომ სავარაუდოდ, იენს სტოლტენბერგის მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

მედიის ცნობით, ნატო-ს დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ სტოლტენბერგი ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ ნატო-ს სამიტამდე გააკეთებს.

დღის ამბები