ისტორიული დღე ქართული ფეხბურთისთვის - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გავიდა. 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნიდერლანდებთან ფრედ, ანგარიშით 1-1 ითამაშა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, თუმცა ბოლო წამებზე ნიდერლანდელებმა გათანაბრება შეძლეს. მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გოლი ტეილორმა გაიტანა. 3 მატჩის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა მოიპოვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის პლეიოფში გავიდა. მეოთხედფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა.
შეხვედრას 43 004 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასწრების ახალი რეკორდია.