ერთით ერთი ამ წუთებში - ასეთია ანგარიში დინამო არენას ტაბლოზე, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას მართავს. პირველ ტაიმში, 43-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგით დააწინაურა ჩვენი ნაკრები, თუმცა მეექვსე დამატებულ წუთზე ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორი მატჩის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზეა.
8 საუკეთესო გუნდში მოსახვედრად ქართველ ფეხბურთელებს ერთი ქულაც ჰყოფნის. დარჩენილია რამდენიმე წუთი. მეოთხედფინალის საგზური ჯერ ისევ სასწორზე დევს, თუმცა საქართველო ახლოსაა სასურველ შედეგთან. დინამო არენაზე, რომელსაც რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარი 54- ათასამდე ადამიანი ესწრება ყველა ელოდება მსაჯის სასტვენის ხმას. ნიდერლანდებს მოგება სჭირდება, საქართველოს კი ფრეც ჰყოფნის.
ავტორი: ლაშა რამაზაშვილი