ბრაზილიური "ბოსა ნოვას" რიტმებისა და ამერიკული კინომუსიკის საოცარ შემსრულებელთა კონცერტები თბილისში - უცხოელი შემსრულებლები დედაქალაქი ცნობილი ქართველი მსახიობის, სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა გააერთიანა. "თბილისი რიტმზე" საკუთარი შემოქმედების მსმენელამდე მისატანად, მუსიკოსები შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან და ლუქსემბურგიდან ჩამოვიდნენ.
თბილისში უკვე იმყოფება ლათინური გრემის 3 გზის მფლობელი ჰამილტონ დე ჰოლანდა, ბრაზილიელი მუსიკოსი რომლის შემოქმედება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. "თბილისი რიტმი" სამი დღის წინ უახლესი პროექტით, "სიმფონიური ისტვუდის" პრემიერით გაიხსნა, რომელიც ამერიკელმა კონტრაბასისტმა და კომპოზიტორმა კაილ ისტვუდმა თავის მამას, ცნობილ მსახიობს, კინორეჟისორსა და კომპოზიტორს - კლინტ ისტვუდს მიუძღვნა.