26 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი სახელისუფლებო გუნდმა დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებლის გულშემატკივრობაში დაადანაშაულა - ურთიერთბრალდებები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან

ქართული ოპოზიციის ნაწილი სახელისუფლებო გუნდმა დაჯგუფება ვაგნერის დამფუძნებლის გულშემატკივრობაში ღიად უკვე სხდომათა დარბაზიდან დაადანაშაულა. "ქართულმა ოცნებამ" პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში რუსეთში განვითარებული მოვლენებისა და ამ მოვლენებზე, ოპონენტების რეაქციების შეფასებებით გახსნა. მმართველ ძალაში თქვეს, რომ ოპოზიციის გამოხმაურება ერთდღიან ამბოხზე არაფერი იყო, თუ არა, მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნისკენ.

კრიტიკა ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ოპონენტებმა მმართველი ძალა უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

სხდომაზე, მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკა გაგრძელდა. "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტები ამჯერადაც ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟში დაადანაშაულა. საკითხს საპასუხო ბრალდებებიც მოჰყვა.

ბრალდებების ადრესატმა დღეს, კიდევ ერთხელ თქვა, რომ თუკი ხელისუფლება კანდიდატის სტატუსს მიიღებს ეს არა მმართველი ძალის, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.სალომე სამადაშვილმა უმრავლესობას პასუხი რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების საკითხზეც მოსთხოვა. "ლელოს" წევრის გამოსვლას იქვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი სხდომაზე ანი წითლიძის განცხადება გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კვლავ მმართველი პარტიის საგარეო ორიენტაციაზე მიუთითებდა.

პოლიტიკური გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

 

დღის ამბები