26 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა ააშენა "ბლექ სი არენა" და გადასცა მთავრობას, ოპოზიცია გამოვარდა - ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო, ააშენა დენდროლოგიური, ოჯახის საკუთრებაში დატოვა - შარად მოსდეს თავისთვის უნდაო, რა უნდა გააკეთო რომ ნაცებს მოეწონოს? - გიორგი გრძელიშვილი

რა გინდა რომ ქნა, რა უნდა გააკეთო რომ ნაცებს მოეწონოს? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

"ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი  ხარჯით ააშენა "ბლექ სი არენა" და გადასცა მთავრობას. ოპოზიცია გამოვარდა - ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო. ოკ. 

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა დენდროლოგიური პარკი, იფიქრა, წინა შემთხვევის დროს სახელმწიფოს რო გადავეცი დამაბრალეს რომ ხარჯის გაწევა არ მინდოდაო, ადგა და ოჯახის საკუთრებაში დატოვა რომ მიმდინარე ხარჯები თავად დაეფარა - ახლა შარად მოსდეს თავისთვის უნდაო...

რა გინდა რომ ქნა, რა უნდა გააკეთო რომ ნაცებს მოეწონოს?"- წერს გიორგი გრძელიშვილი. 

დღის ამბები