საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა, დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.
ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები ღამის განმავლობაში 4 ჯერ დაბომბეს. უკრაინული ძალები, მელიტოპოლის მიმართულებით 1,5 კილომეტრით დაწინაურდნენ.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროსაბჭო 3,5 მილიარდი ევროთი ზრდის ევროპის სამშვიდობო ფონდს, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის სხვა პარტნიორების სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
ამერიკა უკრაინისათვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს, რომელიც დღეს გამოცხადდება.
ბულგარეთის მთავრობამ, კი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინის დასახმარებლად ახალი სამხედრო პაკეტი დაამტკიცა.