26 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი თბილისშია

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი თბილისშია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს განიხილავს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბებაა.

სალივანი საქართველოს პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და გენერალურ პროკურორს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან.

დღის ამბები