26 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
რუსთაველის თეატრში, სანდრო ახმეტელის კვირეული - "მეამბოხე ახმეტელი"დაიწყო

გენიალური რეჟისორი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა 222 დღის განმავლობაში აწამა, ხალხის მტერი უწოდა, ბოლოს კი დახვრიტა - რუსთაველის თეატრში სანდრო ახმეტელის კვირეული,"მეამბოხე ახმეტელი"დაიწყო.

პირველი სპექტაკლი რომელიც აკადემიური თეატრის სცენაზე დღეს ითამაშეს ოსკარ უაილდის "სალომეაა". პიესის დადგმას რელიგიური სიუჟეტიდან გამომდინარე ბევრი რეჟისორი ერიდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი ვინც სალომეა სცენაზე გადმოიტანა, სანდრო ახმეტელი იყო.

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდა რეჟისორები სწორედ სანდრო ახმეტელის დადგმულ პიესებს გააცოცხლებენ.

მეამბოხე ახმეტელის ფარგლებში ოთხი კითხვით სპექტაკლი იქნება ნაჩვენები მათ შორის ყაჩაღები და თეთნულდი. კითხვითი სპექტაკლები ახმეტელის დახვრეტის თარიღს 29 ივნისს ეძღვნება. ქართველი რეჟისორის კვირეული კი საარქივო მასალებზე დაყრდნობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დაიწყო, სადაც სანდრო ახმეტელთან დაკავშირებით აქამდე უცნობი ფაქტებია მოყვანილი.

დღის ამბები