26 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"მთავრობის გამჭვირვალობა ომის დროს" - საქართველო 143 ქვეყანას შორის საუკეთესო ოცეულშია

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო პოზიციებს იუმჯობესებს. მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით, ქვეყანა მსოფლიოში მე-17 ადგილს იკავებს. კეთილსინდისიერების მიმართულებით კი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2023 წლის ანგარიში - ”გამჭვირვალობა ომის დროს” - გამოაქვეყნა. წელს საქართველო 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ”სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით” საქართველო წელს 32-ე ადგილს იკავებს. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ გამჭვირვალობის რეიტინგში, ქვეყანა ფინეთს, შვედეთსა და დიდი ბრიტანეთს უთანაბრდება.

ახალი რეიტინგებს მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი გარემოებაა კვლევითი ორგანიზაციის განმარტება, რომ ეს რეიტინგი არა აღქმებზე, არამედ ფაქტებზეა დაფუძნებული. ოპოზიციის ნაწილი კი საერთაშორისო ინდექსებს სკეპტიკურად უყურებს.

მთავრობის გამჭვირვალე მართვის სტილზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტების თქმით, ახალი ინდექსების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს რეპუტაცია იზრდება.

საერთაშორისო ინდექსი, ქვეყანას რამდენიმე ინდიკატორით ენიჭება. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიში გაეროს, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშებს ეყრდნობა.

 

დღის ამბები