26 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
არასტაბილური რუსეთი ევროპას აშფოთებს - სამხედრო ამბოხიდან მეორე დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ

რუსეთში სამხედრო ამბოხიდან მეორე დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. შეხვედრა გაცილებით ადრე დაიგეგმა, თუმცა, ბუნებრივია, საბჭოს სხდომაზე, მთავარი განსახილველი თემა, განვითარებულ მოვლენებზე, ადეკვატური საპასუხო მოქმედებების დაგეგმვა იყო.

არასტაბილური რუსეთი ევროპას აშფოთებს. დღეს ლუქსემბურგში მკაფიოდ თქვეს, რომ არეულობა მოსკოვში საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება.

არსებული გეოპოლიტიკური ვითარება უფრო აძლიერებს უკრაინის დახმარების მნიშვნელობას. ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური დახმარების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დღის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შეაჯამა.

უკრაინის დახმარების გაძლიერებაზე იმსჯელებენ ბრიუსელშიც 29-30 ივნისს. ევროპელი ლიდერები ევროპის საბჭოს ფორმატში შეიკრიბებიან.

დღის ამბები