26 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე, ბუდაპეშტმა, შესაძლოა, ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკებები დაბლოკოს - იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უნგრეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები დათანხმდებიან, პარალელურად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ყოვლისმომცველ ანალიზში, იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველო უკრაინის და განსაკუთრებით, მოლდოვის უკანაა ევროკავშირის პირობების შესრულების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, მართალია, ორივე ქვეყანა მზადაა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, უკრაინის განაცხადი უნგრეთმა, შესაძლოა, დაბლოკოს.

დღის ამბები