26 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
სამარცხვინო იყო კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებები, კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს ადამიანები ძალიან საშიში არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსის განცხადებები სამარცხვინო იყო და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან საშიში არიან.

"როდესაც არის გამოწვევები მსოფლიოში, რეგიონში, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, იყოს სწორი, უტყუარი ინფორმაცია საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებასაც, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი იღებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. რა თქმა უნდა, ყოველთვის, რა რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს, იქნება გატარებული ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები პირველ რიგში. სამარცხვინო იყო ის განცხადებები და თუნდაც სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიში არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები