26 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს საფრთხეები და ინფორმაცია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ხელმძღვანელობას მიაწოდოს - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს, - ამ სიტყვებით უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.

კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერის განცხადებას გიორგი მსხილაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება. ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს," - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

დღის ამბები