26 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ისრაელის მთავრობამ მჭიდრო თანამშრომლობის გზა აირჩია რუსეთის ფედერაციასთან - ისრაელში უკრაინის საელჩო

ისრაელის მთავრობამ მჭიდრო თანამშრომლობის გზა აირჩია რუსეთის ფედერაციასთან - აცხადებს ისრაელში უკრაინის საელჩო.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება მიზნად ისახავდა ისრაელის სრული უმოქმედობის გამართლებას უკრაინის თავდაცვით დახმარების გაწევაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ისრაელის მთავრობამ წარმატებით ჩაატარა მაღალი დონის პოლიტიკური მოლაპარაკებების ორი რაუნდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. გარდა ამისა, უკრაინის საელჩო ისრაელს პუტინისა და მისი მომხრეების რეგულარულ ანტისემიტურ განცხადებებთან დაკავშირებით დუმილში ადანაშაულებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა დემოკრატიული ქვეყნები რუსეთს, როგორც ტერორისტულ ქვეყანაზე აწესებენ სანქციებს, ისრაელმა არ დაუწესა სანქციები და უფრო მეტიც, მან ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზარდა ორმხრივი ვაჭრობა მოსკოვის სისხლიან რეჟიმთან.

უკრაინის საელჩო ისრაელის ნეიტრალურ პოზიციას აშკარა პრო-რუსულ პოზიციად განიხილავს და, ასევე, ისრაელს მოუწოდებს შეცვალოს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს უკრაინას თავდაცვითი საშუალებებით.

დღის ამბები