სანდრო ბაზაძის კიდევ ერთი წარმატება - ქართველი მოფარიკავე ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ყველა შეხვედრა მოიგო.
29 წლის ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში, ჯგუფურ ეტაპზე ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ექვსივე წამატებით. პლეი ოფში კი, დამატებით კიდევ ხუთ მეტოქეს აჯობა.
ფინალში სანდრო ბაზაძემ მასპინძელთა წარმომადგენელი, კრშიშტოფ კაჩკოვსკი 15:13 დაამარცხა.