26 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
საბერძნეთის არჩევნების მეორე ტურში მმართველმა, კონსერვატიულმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და საპარლამენტო ადგილების უმრავლესობა მიიღო

საბერძნეთის არჩევნების მეორე ტურში მმართველმა, კონსერვატიულმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და საპარლამენტო ადგილების უმრავლესობა მიიღო.

ხმების უმეტესობის დათვლის შედეგად, მემარჯვენე-ცენტრისტული "ნეა დამოკრატია" ხმების 40%-ით ლიდერობს და 300 ადგილიდან პარლამენტში 158-ს იკავებს.

ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მიღება მმართველმა პარტიამ ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე შეძლო, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული პოლიტიკური ჯგუფი დამატებით 20  ადგილს ავტომატურად იღებს.

არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური მემარცხენე პარტია "სირიზა" 18%-ით.

საბერძნეთის ახალ პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ამბიციურ რეფორმების პროგრამას გააგრძელებს.

დღის ამბები