ქვეყნის მასშტაბით "მუსიკალური საღამოები" გრძელდება - შუახევში გალა კონცერტით დასრულდა.
მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრები დუეტმა "ლეონი" და ბენდმა "ნალი" შეასრულეს. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები. ასევე, მოეწყო საბავშვო აქტივობები.
ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.