26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ნიკა გვარამია, რომელსაც გამოძიება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორობის პერიოდში, არხის კუთვნილი თანხების გაფლანგვას ედავებოდა, პრეზიდენტმა შეიწყალა - როგორია შეფასებები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა 3 დღის წინ, ყველასათვის მოულოდნელად ნიკა გვარამია შეიწყალა. სპეციალურ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მოტივებზე არ უსაუბრია. თქვა, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა, რომელიც განმარტებებს არ საჭიროებს.

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა, რომელსაც გამოძიება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორობის პერიოდში, არხის კუთვნილი 6 მილიონ 700 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა, საპატიმრო 3 წლისა და 6 თვის ნაცვლად, 1 წელსა და 1 თვეში დატოვა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ ზოგში მოწონება, ზოგში კი სიბრაზე გამოიწვია.

დაიწყო გარკვევა იმისაც - ვინ იცოდა და ვინ არა ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ.  ეს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ღიად თქვა, რომ მან საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯის შესახებ თითქმის 1 თვით ადრე იცოდა. 

დღის ამბები