26 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
600-დღიანი ავადმყოფობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება - როგორია გამოხმაურებები მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის განცხადებაზე

სამედიცინო დაწესებულებიდან პოლიტიკაში - 600-დღიანი ავადმყოფობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. რა გეგმები აქვს ექს-პრეზიდენტს ჯერ არავინ იცის, არც ის ცნობილი, სად გაუჩნდა ის 40-მდე დაავადება და მათ შორის, დემენცია, რომელზეც მისი გარემოცვა და ოჯახი ორი წლის განმავლობაში აპელირებდა. ახლა საინტერესოა, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება და "ვივამედის" პალატიდან ისევ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნება? ოპოზიციის დიდი ნაწილიც, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე აქამდე გაკეთებული განცხადებების ავტორებისგან ბოდიშს მოითხოვს. ფიქრობენ, რომ ის კამპანია, რომლისთვისაც სააკაშვილის ოჯახმა მილიონები დახარჯა სიცრუეზე იყო აგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უჩნდებათ კითხვა იმ დაავადებების ნამდვილობაზე, რომლებსაც ექს პრეზიდენტი სიკვდილამდე მიჰყავდა.

"ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებამ ზოგს რაფიელ ერისთავის ცნობილი პიესა გაახსენა, ზოგს ნელსონ მანდელას ისტორია, ზოგს კი უბრალოდ დაუტოვა განცდა რომ 600 დღიანი ავადმყოფობა მხოლოდ სიმულაცია იყო.

 

ავტორი:იზი ბურნაძე

 

დღის ამბები