მთაწმინდის პარკში თაფლის ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 40-მდე მწარმოებელმა მიიღო. ფესტივალზე ვიზიტორებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი და დასწრებოდნენ მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციებს.
ღონისძიება მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია და მთაწმინდის პარკი.