26 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"ეს მოძრავი სურათია და ჩვენ ჯერ არ გვინახავს ბოლო მოქმედება რუსეთში" - ბლინკენი რუსეთში განვითარებულ პროცესებზე

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, "ვაგნერის" დაქირავებული ჯარისკაცების ხანმოკლე აჯანყება პუტინის ხელისუფლებაში "ნამდვილ ბზარებს" ავლენს.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, დაჯგუფების და მისი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება იყო "პირდაპირი გამოწვევა პუტინის ხელისუფლებისთვის."

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა მოხდება შემდეგ.

"ეს მოძრავი სურათია და ჩვენ ჯერ არ გვინახავს ბოლო მოქმედება რუსეთში," – აღნიშნა ბლინკენმა.

დღის ამბები