26 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
ლანჩხუთში "მუსიკალური საღამოებისთვის" ემზადებიან

ლანჩხუთის განახლებულ პარკში, "მუსიკალური საღამოებისთვის" მზადება უკვე დასასრულს უახლოვდება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, ადგილზე საკმაოდ საინტერესო სანახაობა დახვდებათ. მოეწყობა ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პატარებისთვის იქნება თითების თეატრი და საპნის ბუშტების შოუ. საღამო ოთო ნემსაძის ბენდის, ანი კეკუას და სხვა მომღერლების კონცერტით დასრულდება.

ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება და უკვე საქართველოს არაერთ რეგიონში ჩატარდა, ლანხუთში ზუსტად შვიდ საათზე დაიწყება.

 

დღის ამბები