უკრაინაზე თავდასხმები გრძელდება. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლზე, დაიჭრა ერთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები. ღამით აფეთქების ხმა იყო ზაპოროჟიაში. საჰაერო ძალებმა ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს. 200-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის საზღვრისპირა დასახლებებში. ოკუპანტებმა ოლქი 24-ჯერ დაბომბეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში იერიში მიიტანეს ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზეც. ერთი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმებს დონეცკის ოლქში. კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს კიევში მაღალსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ. საცხოვრებელი კორპუსი 24 ივნისს განხორციელებული იერიშის დროს დაზიანდა. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.