მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში, პროექტი "მუსიკალური საღამოები" გრძელდება. ღონისძიებას ფოთმა უმასპინძლა.
ცენტრალურ პარკში დამონტაჟდა სცენა, მოეწყო გასართობი სივრცეები და პავილიონები. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ადგილზე მისული სტუმრების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ღონისძიებები ფოთში გალაკონცერტით დასრულდა.