ნინოწმინდაში "მუსიკალური საღამო" გაიმართა. კულტურის სახლის მიმდებარედ, ჰაიოს ქართლოსის სკვერში მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობა. ბავშვების საზეიმო განწყობაზე კი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
საღამო ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალა-კონცერტით დასრულდა.
მსმენელის წინაშე ზუკა ხუციშვილი ბენდით, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები წარდგნენ.
მსგავს ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთში დღეს ახალქალაქი უმასპინძლებს, სადაც "შვიდკაცასა" და "მიქსტურას" კონცერტი გაიმართება.
"მუსიკალული საღამოები" მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.