26 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად პრიგოჟინი დათანხმდა, შეაჩეროს გადაადგილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თხოვნით, ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჰქონდა მოლაპარაკებები "ვაგნერის" ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინათან, რის შედეგადაც პრიგოჟინი დათანხმდა, შეაჩეროს გადაადგილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სანაცვლოდ კი მის მებრძოლებს უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდა.

მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. "ვაგნერის" ტელეგრამ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მიმართულებით მოძრაობა შეჩერდა.

დღის ამბები