სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალზე" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება.
მათივე ცნობით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.