26 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა

"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა. თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

"ქართული ოცნების" თელავის ადგილობრივ ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს.

ახმეტის ორგანიზაციას - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური; ყვარლის ორგანიზაციას - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი. ლაგოდეხის ორგანიზაციას - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე (ბაჩო) ხაჩიძე; გურჯაანის ორგანიზაციას - გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი.

დედოფლისწყაროს ორგანიზაციას - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი; სიღნაღის ორგანიზაციას - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი; საგარეჯოს ორგანიზაციას - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი.

"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები კახეთის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში.

დღის ამბები