26 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, რუსეთის შიდა სიტუაციის საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან თავი შეიკავონ - რუსეთის საგარეო უწყება

შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"შეიარაღებული აჯანყების მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, მკვეთრ უარყოფას იწვევს რუსეთის საზოგადოებაში, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები, შინაარსობრივად, რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, რათა ჩვენი ერთიანობა გაანადგურონ, ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევებს სანდოდ უზრუნველყოს საერთაშორისო უსაფრთხოება. ასე რომ, აჯანყება რუსეთის გარე მტრებს უწყობს ხელს. დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, რუსეთის შიდა სიტუაციის საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან თავი შეიკავონ. ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა და გამოძახილი არ ექნებათ არც რუსეთში, არც საზღვარგარეთ ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსებში. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დროში სიტუაცია თავის მოგვარებას იპოვის,"- წერია განცხადებაში.

დღის ამბები