რუსეთში შექმნილ ვითარებას და "ვაგნერის" პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ აჯაბყებას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან.
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კონსულტაციები გამართა პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე მოკავშირეებთან. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა.
"რუსეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს დილით გავმართე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე მოკავშირეებთან. ჩვენ აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა მოვლენების მიმდინარეობას მუდმივად ვაკვირდებით," - წერს ანჯეი დუდა.