საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში "მუსიკალური საღამოები" გრძელდება. ერთ-ერთი მასპინძელი დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტია. ზღვისპირა რეგიონში ღონისძიებები 19:00 საათიდან დაიწყება.
სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში და არაერთ აქტივობაში. საღამოს კონცერტი დაასრულებს.